Accessibility links

ვაშინგტონ პოსტი: დონალდ ტრამპის სიძე რუსეთის ელჩს საიდუმლო საკომუნიკაციო არხების შექმნას სთავაზობდა


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ცდილობდა საიდუმლო საკომუნიკაციო არხები შეექმნა ტრამპის გუნდსა და კრემლს შორის, როცა ის ვაშინგტონში რუსეთის ელჩს შეხვდა არჩევნების შემდეგ. მედიის მიერ 26 მაისს გავრცელებული ცნობით, ელჩმა სერგეი კისლიაკმა ამცნო თავის ხელმძღვანელობას მოსკოვში, რომ ეს ჯარედ კუშნერმა შესთავაზა მას მათი შეხვდერისას 1 თუ 2 დეკემბერს ნიუ იორკში, „ტრამპ-ტაუერში“. ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, რომ ცნობა ემყარება რუსეთის საკომუნიკაციო საშუალების გზით გადაცემულ გადატაცებულ ინფორმაციას. კისლიაკის თქმით, კუშნერი, რომელიც თეთრი სახლის მთავარი მრჩეველია და დაქორწინებულია ტრამპის შვილ ივანკაზე, შეთავაზებით გამოვიდა, საკომუნიკაციოდ მოეხმარათ რუსეთის დიპლომატიური ობიექტები აშშ-ში, წერს გაზეთი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მაიკლ ფლინი, რომლიც, მოგვიანებით, ტრამპის პირველი მრჩეველი გახდა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში. აშშ-ის სპეცსამსახურებს ამ შეხვედრისთვის არ უსმენიათ. მათ ამის შესახებ შეიტყვეს ელჩის მიერ გაგზავნილი ანგარიშის მოპოვების გზით. როიტერიც იუწყებოდა, რომ კუშნერი, კისლიაკი და ფლინი ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს შორის საკომუნიკაციო არხის შექმნაზე მსჯელობდნენ.

XS
SM
MD
LG