Accessibility links

დიდი შვიდეულის ლიდერები ვაჭრობის და რუსეთის საკითხში შეთანხმდნენ, აზრთა სხვადასხვაობა აქვთ კლიმატის ცვლილების სფეროში


სამრეწველო თვალსაზრისი თშვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნების ლიდერები აფრიკის სახელმწიფოთა მეთაურებს შეხვდნენ თავიანთი სამიტის მეორე, ბოლო დღეს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ პროტექციონიზთან ბრძოლის საჭიროებაზე, ასევე გამოხატეს მზადყოფნა, რომ კვლავ დაუწესებენ სანქციებს რუსეთს, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კლიმატის ცვლილებებს შესახებ. სიცილიაში, ტაორმინაში გამართული ორდღიანი სამიტის საბოლოო კომუნიკეში წერია, რომ დიდი შვიდეულის ექვსი წევრი, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია იტალია და იაპონია კვლავაც მტკიცედ დგანან თავიანთ პოზიციაზე, რომელიც 2015 წელს იქნა პარიზში შემუშავებული კლიმატის ცვლილების შეთანხმების მიხედვით. როგორც კომუნიკეში წერია, აშშ კლიმატის ცვლილების თაობაზე თავისი პოლიტიკის და პარიზის შეთანხმების განხილვის პროცესშია და ამ სფეროში კონსენსუსის პოზიციისთვის არ მიუღწევია. ტრამპი, რომელიც ადრე, პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლით იმუქრებოდა, ტვიტერის გზით იტყობინებოდა, რომ მომავალ კვირაში მიიღებს ამ სფეროში გადაწყვეტილებას. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იყო რთული, თუ არა არადამაკმაყოფილებელი, რომ არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ აშშ დარჩება პარიზის შეთანხმების მონაწილე. 27 მაისს შედგა ეთიოპიის, კენიის, ნიგერის, ნიგერიის და ტუნისის ლიდერების შეხვედრა „დიდ შვიდეულთან“. მას ესწრებოდნენ აფრიკის კავშირის, გაეროს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკისწარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG