Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი კვლავ გახსნა


პაკისტანმა ავღანეთის მოთხოვნით კვლავ გახსნა საზღვარი ორ ქვეყანას შორის, ჩამანის გამშვებ პუნქტთან. საზღვარი ამ თვის დასაწყისში დაიკეტა ორმხრივი შეტაკებების გამო, რასაც 15 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის პირველ დღეს. არმიამ განაცხადა, რომ საზღვრის გახსნის საფუძველი ჰუმანიტარული ხასიათისაა. ავღანეთი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სოფელი, სასაზღვრო ზონაში, სადაც პაკისტანელი აღმწერები ჩავიდნენ, მის ტერიტორიაზეა. ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ „გუგლის“ საძიებო სისტემის რუკებით დაადგინონ საზღვრები.

XS
SM
MD
LG