Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა უცხოეთში თავისი ტურნე დაასრულა და მას „ისტორიული კვირა“ უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტმა უცხოეთში თავისი პირველი ტურნე დაასრულა აშშ-ის სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის მიმართვით სიგინელის სამხედრო საჰაერო ფლოტის ბაზაზე, სიცილიაში. 27 მაისს წარმოთქმული ამ სიტყვის დასრულებისთანავე, ტრამპი გაეშურა სამშობლოში ცხრა დღიანი ტურნეს შემდეგ. ტრამპი სტუმრობდა საუდის არაბეთს, ისრაელს, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიებს, ვატიკანს, იტალიას და ბელგიას. თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობას სრული წარმატება უწოდა და მოგვიანებით თქვა, რომ მართლაც ისტორიული კვირა იყო. „დიდი შვიდეულის“ 27 მაისს დასრულებული სამიტის თაობაზე მან თქვა, რომ ის იყო ერთობ პროდუქტიული შეხვედრა, რომელზეც მან გააძლიერა ამერიკის აქციები. ნატოს სამიტთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოში ფული დაიწყებს დინებას ქვეყნებიდან, ისინი ამას არ გააკეთებდნენ, მე რომ არ ავერჩიე პრეზიდენტადო. აშშ-ის პრეზიდენტის პირობას დებს, რომ დაძლევს ტერორიზმს და დაიცავს ცივილიზაციას, უწოდა რა ტერორიზმს საფრთხე მთელი კაცობრიობისთვის. ტრამპი წარადგინა მისმა ცოლმა, მელანიამ, რომელმაც აქვა, რომ მისი ქმარი ძალიან ბევრს მუშაობდა და რომ ის ამაყოფს მისით. დონალდ ტრამპი აშშ-ში გვიან, 27 მაისს დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG