Accessibility links

ეგვიპტეში კოპტებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა


ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაცხადა 27 მაისს, რომ თავდასხმა ეგვიპტეში ქრისტიანებზე მათმა მებრძოლმა განახორციელა. ამ ცნობით, მანიაში თავდასხმისას ავტობუსზე, რომლითაც ქრისტიანები მგზავრობდნენ, 32 პირი იმოკლეს. ეგვიპტის მთავრობა იტყობინებოდა, რომ დახოცილთა რაოდენობა 29 იყო, საავადმყოფოში მოათავსეს 12 ადამიანი. ეს თავდასახმა, რომელიც რამადანის თვის დასაწყისში მოხდა, მეოთხეა ასეთი ძალადობრივი აქტია ქრისტიანების წინააღმდეგ დეკემბრის შემდეგ. ამ თავდასხმის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტმა ადბდელ ფათა ელ-სისიმ განაცხადა, რომ ეგვიპტე იწყებს ლიბიაში სამხედრო საწვთნელ ბაზებზე საჰაერო თავდასხმებს. 27 მაისს არმიის თანახმად, ლიბიაზე თავდასხინბისას გაანადგურეს ბანაკები, სადაც ამზადებენ მეომრებს, ვისაც პასუხიმგებლობა ეკისრება ასეთი თავდასხმებისთვის.

XS
SM
MD
LG