Accessibility links

ბრიტანეთის პოლიციამ მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა


მანჩესტერის პოლიციის თანახმად, მან დააკავა კიდევ ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის მოწყობაში, ამ ქალაქში, 22 მაისს. ამჟამად, საპატიმროში იმყოფება ამ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული 11 პირი. 27 მაისს ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე „კრიტიკულიდან“„სერიოზულამდე“ შეამცირა. პრემიერმა, ტერეზა მეიმ გამოაცხადა ამის შესახებ და თქვა, რომ ჯარისკაცები მორიგეობენ მთელ ქვეყანაში, მაგრამ მოსახლეობაც ფხიზლად უნდა იყოს. მანჩესტერის ტერაქტს 22 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ბავშვები ემსხვერპლნენ. 60 ადამიანი საავადმყოფოშია, 23 კრიტიკულ მდგომარეობაში.

XS
SM
MD
LG