Accessibility links

ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების მოწინააღმდეგეები ტრამპთან ინციდენტზე მსჯელობენ


პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებას, 26 მაისს მსჯელობენ ინციდენტზე, რომელიც ნატოს სამიტზე მოხდა ბრიუსელში, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელით გვერდზე გასწია ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი, დუშკო მარკოვიჩი ფოტო სესიისას. 25 მაისის ამ ინციდენტის გამო მარკოვიჩმა განაცხადა, რომ უმნიშვნელო ამბავი იყო. ინციდენტი ბალკანეთის ამ ქვეყანაში და რუსეთში მარკოვიჩის დაცინვის საბაბი გახდა. დუშკო მარკოვიჩი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ ჩერნოგორია გამხდარიყო ნატოს წევრი, რომელსაც პატივს სცემენ და იმ მაგიდასთან იჯდება, რომელთანაც გადაწყვეტილებებს იღებენ, თქვა, იოვან ვუჩუროვიჩმა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრმა. მაგრამ ახლა ვნახეთ, ამბობს ჩერნოგორიელი ოპოზიციონერი, რას ფიქრობს ამაზე მსოფლიო სახელმწიფოს პრეზიდენტი, და დაამატა, პრობლემა ის არაა, რაც ტრამპმა გააკეთა, პრობლემა ფაქტია, რომ მარკოვიჩმა აპატია მას და მორჩილად გაამართლა ტრამპის აგრესიული საქციელი.

XS
SM
MD
LG