Accessibility links

ერაყის ძალები მოსულზე საბოლოო იერიშს იწყებენ


აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ერაყის არმიამ დაიწყო საბოლოო ფართო იერიში ქალაქ მოსულის იმ რაიონებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ხელშია. ამის თაობაზე იტყობინება ერაყის არმია. ერთიანმა სამეთაურო ცენტრმა განაცხადა 27 მაისს, რომ იერიში მიაქვთ მდინარე ტიგროსის დასავლეთ ნაპირზე, რომელიც წამოადგენს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო არსებით საყრდენს. იერიში დაიწყო ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ერაყის ავიაციამ პროკლამაციებით მოუწოდა მოსახლეობას, დატოვონ ძველი ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე არეალები. არაფერია ნათქვამი ცნობაში, აპირებს თუ არ არმია ძველ ქალაქზე იერიშს. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, ორმა ერაყელმა ოფიცერმა განუცხადა მას, რომ ერაყის არმიის წინსვლა შეაყოვნეს სნაიპერებმა და თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა. მათ დანაკარგის რაოდენობაზე არაფერი უთქვამთ.

XS
SM
MD
LG