Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ ავივში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაში


ათასობით ისრაელი გავიდა თელ ავივის ქუჩაში 27 მაისს, რათა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისთვის დაეჭირა მხარი. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ლოზუნგი წარწერით: „ორი სახელმწიფო - ერთი იმედი“. დემონსტრაციის ორგანიზატორების თანახმად, აქცია მიეძღვნა ისრაელის მიერ პალესტინელთა მიწების ოკუპაციის 50-ე წლისთავს. ორგანიზატორის, ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციის, „მშვიდობა ახლა“ ხელმძღვანელმა, ავი ბუსკილამ განაცხადა, რომ დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ "იმ უიმედობის გამო, რომელსაც ავრცელებს მთავრობა ოკუპაციის, ძალადობის და რასიზმის სამარადისოდ დანერგვით". ბუსკილას თქმით, მოვიდა დრო, რომ დავუმტკიცოთ ისრაელებს, პალესტინელებს და მთელ მსოფლიოს, რომ ისრაელის მნიშვნელოვან ნაწილი ემხრობა ორი სახელმწიფოს დაარსებას. პალესტინელთა ავტონომიის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა თავის მიმართვაში დემონსტრანტებისადმი, რომ "დროა, ერთად ვიცხოვროთ ჰარმონიაში, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაშიო". დემონსტრაციას ესწრებოდა ისრაელის მშრომელთა პარტიის ლიდერი, ისააკ ჰერცოგი.

XS
SM
MD
LG