Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი: ევროპელებმა ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა განვსაზღვროთ


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპას აღარ შეუძლია მთლიანად დამოკიდებული იყოს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე დონალდ ტრამპის არჩევის და ბრექსიტისთვის მხარის დაჭერის შემდეგ. მერკელმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე, მიუნხენში, განაცხადა, რომ თუმცა მნიშვნელოვანია, მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება მოკავშირეებთან, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, მათზე მთლიანად დაყრდნობა აღარ შეიძლება დაევროპელებმა ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა განვსაზღვროთო. დრო, როცა ჩვენ სხვებზე სრულად დამოკიდებულება შეგვეძლო, რა ხანია წავიდა, ეს მე ბოლო დღეებშ იგანვიცადე, თქვა მერკელმა. მერკელის ეს სიტყვები გაისმა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც დიდმა შვიდეულმა სიციალიაში თავისი სამიტი დაასრულა და ვერ შეძლო ერთხმად დაეჭირა მხარი პარიზის შეთანმებისთვის კლიმატის ცვლილებების სფეროში, ასევე განხეთქილება იყო ვაჭრობის და ლტოლვილების საკითხებში. ევროპის კავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას, 26 მაისს, ბრიუსელში, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ ბერლინმა არ შეასრულა ვალდებულება ნატოს დაფინანსების საქმეში, და როგორც იტყობინებოდნენ, დაიჩივლა გერმანიის მიერ წარმოებული ავტომობილების ექსპორტის გამო.

XS
SM
MD
LG