Accessibility links

ალბანეთის ოპოზიციური პარტიის ყრილობის შემდეგ 76 ადამიანს მოწამვლის ნიშნები გამოაჩნდა


ალბანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 76 ადამიანი გახდა ავად 28 მაისს და დასჭირდა სამედიცო დახმარება მას მერე, რაც მათ მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტიის შეკრებაში. სამინისტროს თანახმად, პაციენტებს მოწამვლის ნიშნები ჰქონდათ, თვალების წვის, სახის და კისრის არეში კანის გაღიზიანების, და ზოგიერთ შემთხვევაში, სუნთქვის გაძნელების ფორმით. სამინისტრო არ იტყობინება ინციდენტის მიზეზებზე, რასაც იძიებენ.ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია. „ტირანა ტაიმსი“ წერდა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, რომ ზოგიერთმა შეკრების დროს დაიჩივლა, კარგად ვეღარ ვხედავთო, მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერის, ლულსიმ ბაშას მახლობლად ჰაერში გამოაფრქვიეს თეთრი ფხვნილი. ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება 25 ივნისს. ეს ქვეყანა ნატოს წევრია და იმედოვნებს, რომ ევროკავშირსაც შეუერთდება.

XS
SM
MD
LG