Accessibility links

საქართველოში იმყოფება უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე


საქართველოში იმყოფება უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას თავმჯდომარე, ანდრიი პარუბიი. მან სიტყვით მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს. დღესვე ანდრიი პარუბიი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ფრაქციების თავმჯდომარეებს, პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. 30 მაისს, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

XS
SM
MD
LG