Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ გამოცადა რაკეტა


კორეის ნახევარკუნძულზე კვლავ დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ, როგორც ჩანს, გამოცადა მოკლე რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტა. შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთმა კორეამ და იაპონიამ 29 მაისს დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ვონსანის აეროდრომიდან აღმოსავლეთისაკენ გაისროლა რაკეტა - აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობის მონაცემებით, მოკლე რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პრეზიდენტ დონალ ტრამპს შეატყობინეს. იაპონია, რომელმაც მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მოქმედება, აცხადებს, რომ რაკეტა, როგორც ჩანს მის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა. ზარალის შესახებ არაფერს იუწყებიან.

XS
SM
MD
LG