Accessibility links

მერკელის პრესმდივანი: კანცლერი ნამდვილი "ტრანსატლანტიკელია"


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივნის თქმით, მერკელი ნამდვილი „ტრანსატლანტიკელია“, რომელსაც სჯერა, რომ სწორია აშშ-თან მისი ქვეყნის ურთიერთობაში უთანხმოებაზე მითითება, რათა ურთიერთობა ჯანსაღი იყოს. პრესმდივან შტეფენ ზაიბერტის ეს განცხადება მოჰყვა წინა დღეს, 28 მაისს მერკელის მიერ გამოთქმულ შეფასებას, რომ ჩაიარა იმ დრომ, როცა ევროპელებს შეეძლოთ, „მთლიანად დაყრდნობოდნენ“ სხვებს. მერკელის ეს გამონათქვამი მიჩნეულია მითითებად, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის გზაზეა, აღარ არიან სანდო პარტნიორები ევროკავშირისათვის. მიუნხენში წინასაარჩევნო შეკრებაზე გამოსვლისას, მერკელმა აღნიშნა ასევე: ევროპელებმა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ჩვენს ბედზე ზრუნვაო.

XS
SM
MD
LG