Accessibility links

უკრაინა სეპარატისტებს ადანაშაულებს თავდასხმაში, რომლის შედეგადაც სამოქალაქო პირები დაიჭრნენ


უკრაინა სეპარატისტებს ადანაშაულებს საარტილერიო იერიშში, რომლის შედეგადაც, სულ ცოტა, რვა სამოქალაქო პირი დაიჭრა, შენობები დაზიანდა და წყლის მიწოდება შეუწყდა აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქ კრასნოგორივკას. გასული კვირის მიწურულის ამ ინციდენტის ფონია გაფრთხილება, რომელიც გასულ კვირაში გაავრცელა ეუთომ, რომ უკრაინაში ძალადობის შემთხვევები წლის პირველ ნახევარში გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კრასნოგორივკას ტერიტორიიდან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, 28 მაისის დილას დაუშინეს „გრადის“ ტიპის 12 რაკეტა და დაინგრა, ან დაზიანდა 14 შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

XS
SM
MD
LG