Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზთან იმართება საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


პარიზის მახლობლად, ვერსალის სასახლეში იმართება საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ „მომთხოვნი“ იქნება პუტინთან საუბრისას. მაკრონის აზრით, აუცილებელია რუსეთთან საუბარი, რადგან არსებობს არაერთი საერთაშორისო საკითხი, რომელიც ვერ მოგვარდება მოსკოვთან "მწვავე დიალოგის" გარეშე. რთულ საკითხებს შორის, რომელსაც ორი პრეზიდენტი განიხილავს, სავარაუდოდ არის მოსკოვის ჩარევა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსკოვის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში. მაკრონისა და პუტინის შეხვედრა იმართება ვერსალში რუსეთის მეფე პეტრე დიდისადმი მიძღვნილი გამოფენის ფონზე. 27 მაისს მაკრონმა "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ „მომთხოვნი" იქნება რუსეთთან ურთიერთობის დროს.

XS
SM
MD
LG