Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჩხრეკენ რუსეთის კომპანია "იანდექსის" ოფისებს


უკრაინის უშიშროების სამსახური ჩხრეკას ატარებს რუსულ ინტერნეტკომპანია „იანდექსის“ კიევისა და ოდესის ოფისებში. უშიშროების სამსახურის პრესმდივნის განმარტებით, ჩხრეკა ტარდება სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანის ბრალდებით გამოძიებასთან დაკავშირებით. ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას „იანდექსისა“ და რამდენიმე სხვა რუსული პოპულარული ინტერნეტსაიტის, მათ შორის „ოდნოკლასნიკის“ აკრძალვის შესახებ. „იანდექსის“ პრესმდივანმა ჩვენს რადიოს დაუდასტურა ჩხრეკის ფაქტი.

XS
SM
MD
LG