Accessibility links

სასამართლოში ცხრა ივნისამდე გადაიდო გიორგი მამალაძის საქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისამდე გადაიდო განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ ითხოვა, მის დამცველებად დარჩნენ წინა სხდომაზე დანიშნული სახაზინო ადვოკატებიც. მოსამართლემ თხოვნა დააკმაყოფილა და ორ სახაზინო ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად ვადა 9 ივნისამდე მისცა. სხდომის გადადებას ეწინააღმდეგებოდნენ პროკურორები, რომელთა შეფასებით, დაცვის მხარე ცდილობს პროცესის გაჭიანურებას. დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. მამალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG