Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და ანჯეი დუდას პირისპირ შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო დელეგაციების შეხვედრაში და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტისას პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. 31 მაისს, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.

XS
SM
MD
LG