Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორი მაკკეინი პუტინს უფრო დიდ გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს, ვიდრე „ისლამურ სახელმწიფოს“


აშშ-ის სენატორმა, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი5 უფრო დიდ მუქარას წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო“. სენატორი გამოვიდა მოსკოვისთვის სანქციების გაძლიერებისკენ მოწოდებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო. მე მგონია, რომ ისლამურ სახელმწიფოს შეუძლია საშინელებები ჩაიდინოს და მეშეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ემართება მაჰმადიანურ სარწმუნოებას, უთხრა მაკკეინმა ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის ტელევიზიას 29 მაისს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ პუტინი არის მთავარი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე, უფრო დიდი, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“, თქვა მაკკეინმა და რუსეთის პრეზიდეტს ბრალად დასდო უკრაინის დაყოფა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ზეწოლა. მაკკეინი სენატის შეარაღებულ სამსახურთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამერიკის კონგრესის წამყვანი წარმომადგენელია საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. მისი თქმით, როცა ჯერ კიდევ არაა დადასტურებული, შეძლო თუ არა აშშ-ის არჩევნების შედეგების შეცვლა, კრემლი განაგრძნობს არჩევნებზე გავლენის მოხდენას, საფრანგეთის არჩევნების ჩათვლით. მე რუსებს უფრო დიდ გამოწვევად მივიჩნევ, ვიდრე გვაქს და ამიტომ, გვჭირდება სანქციების გაძლიერება, განაცხადა მაკკეინმა.

XS
SM
MD
LG