Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი რუსეთის სახელმწიფო მედიას „პროპაგანდაში“ ადანაშაულებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის სახელმწიფო მედიას ბრალი დასდო მაისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის წინააღმდეგ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებასა და „პროპაგანდაში“. მაკრონმა ეს განცხადება გააკეთა ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მანამდე ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს პარიზის მახლობლად, ვერსალის სასახლეში. ეს ორი ლიდერის პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც მაკრონმა 7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა რადიკალი მემარჯვენე მარინ ლე პენი, რომელსაც კრემლი და მისი მედია უჭერდნენ მხარს. (როიტერის ვიდეო)

XS
SM
MD
LG