Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ დაიწყო ნავალნის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ ოლიგარქის საჩივრის განხილვა


მოსკოვის სასამართლომ დაიწყო განხილვა კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქის საჩივრისა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ალიშერ უსმანოვი ნავალნის ცილისწამებაში ადანაშაულებს. ლიუბლინოს რაიონის სასამართლოს მოსამართლემ, მარია ვასინამ, პირველ სხდომაზე, 30 მაისს, სხდომიდან ტელერეპორტაჟის თაობაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანიც და მოპასუხეც თანახმად იყვნენ. საქმის საფუძველია ნავალნის ანტიკორუფციული ვიდეო, რომელშიც სავარაუდო ფართო კორუფციაზეა ლაპარაკი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის მხრიდან, რომ ის, ვითომ საქველმოქმედო ფონდების ქსელის გზით, აკონტროლებს თავის ქონებას უცხოეთსა და რუსეთში. ერთ-ერთი ბრალდება უკავშირდება უსმანოვს, რომელმაც, 50 მილიონი დოლარის საფასურის შენობა გადასცა მედვედევის ფონდს საჩუქრის სახით. ნავალნი სასამართლოს ესწრებოდა. უსმანოვს წარმომადგენდა ადვოკატი, გენრიხ პავდა. სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე უარყო ნავალნის დაცვის ყველა 16 შუამავლობა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნავალნიმ, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, სხდომის შემდეგ განაცხადა: „პროცესი ტრადიციულად მიმდინარეობს. ჩვენ შეგვაქვს შუამდგომლობა, სრულიად დასაბუთებული შუამდგომლობა, მოვითხოვთ მოწმეების მოწვევას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების რეალიზაციას, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი, და უარს გვეუბნებიან მოწმეების გამოძახებაზე“.

XS
SM
MD
LG