Accessibility links

მოსკოვსა და მის შემოგარენში 16-მდე გაიზარდა გრიგალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მოსკოვსა და მის შემოგარენში 16-მდე გაიზარდა 29 მაისის გრიგალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა სვეტლანა პეტრენკომ 30 მაისს გამოაცხადა, რომ გრიგალმა 11 ადამიანი შეიწირა მოსკოვში, ხოლო მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა რუსეთის დედაქალაქის გარეუბნებში. გრიგალი 29 მაისს, ადგილობრივი დროით 16 საათისთვის დაატყდა მოსკოვს. მოსახლეობა არ იყო სათანადოდ გაფრთხილებული. მოსკოვის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, საავადმყოფოებში მოათავსეს 108 დაშავებული, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ქარის სიჩქარე საათში 110 კილომეტრს აღწევდა და გრიგალმა 3500-ზე მეტი ხე გადატეხა.

XS
SM
MD
LG