Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში 30-მდე ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, ერთი აფეთქება წუხელ მოხდა კარადის რაიონში მდებარე კაფესთან და 16 ადამიანი შეიწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 30 მაისის დილას კი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ბაღდადის ერთ-ერთ მთავარ ხიდთან. დაიღუპა 11 და დაიჭრა ათობით ადამიანი. წუხანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ხოლო მეორე თავდასხმის სავარაუდო მომწყობებზე ჯერ არაფერია ცნობილი. მუსლიმები ამჟამად რამადანს ზეიმობენ, რის გამოც ბევრი მათგანი, მათ შორის ერაყელებიც, გვიანობამდე არ იძინებს. ისინი საყიდლებზე დადიან და ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე მზის ჩასვლის და მარხვის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG