Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, სულ ცოტა, 80 ადამიანი შეიწირა ძლიერმა აფეთქებამ


ქაბულში, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაიჭრა ცენტრში 31 მაისის დილას, პიკის საათის დროს მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა გერმანიის საელჩოს მახლობლად - რაიონში, სადაც კიდევ რამდენიმე საელჩო და პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა, ბერლინში განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის, სავარაუდოდ, არიან გერმანიის საელჩოს დაცვის ავღანელი წევრებიც. „დაღუპულებს შორის, როგორც ჩანს, არიან უშიშროების სამსახურის ავღანელი თანამშრომლებიც, რომლებიც გერმანიის საელჩოში მუშაობდნენ და არის იმ ადგილას შემთხვევით მყოფი ბევრი პირიც. ეს არის საშინელი თავდასხმა! ვცდილობთ, რასაკვირველია, დავეხმაროთ დაზარალებულების ოჯახებს. თავდასხმა კი იმის დასტურია, რომ კვლავაც ცდილობენ, ტერორი მიმართონ როგორც დასავლეთის დაწესებულებების, ისე საკუთარი მოსახლეობის წინაღამდეგ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც ძლიერმა აფეთქებამ სულ ცოტა 80 ადამიანი შეიწირა ქაბულში. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო და მსხვერპლს შორის ბევრი სამოქალაქო პირია.

XS
SM
MD
LG