Accessibility links

სერბიაში იმართება ახალი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის ინაუგურაციას


სერბიაში იმართება პრეზიდენტად არჩეული ალექსანდარ ვუჩიჩის ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე. ვუჩიჩმა არჩევნების პირველივე რაუნდში, 2 აპრილს გაიმარჯვა - თითქმის ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მოიგო მისმა პოლიტიკურმა ძალამ, სერბიის პროგრესულმა პარტიამ. ვუჩიჩი წარსულში ულტრანაციონალისტი იყო და სერბიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის ადმინისტრაციაში მუშაობდა. მოგვიანებით ის რეფორმისტად იქცა და სათავეში მოექცა სერბიის ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. მაგრამ ვუჩიჩის ზოგი ოპონენტი შიშობს, რომ მისი და მისი პარტიის მიერ მთელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკის გაკონტროლებას უკავშირდება ავტოკრატიაში დაბრუნების საფრთხე. ინაუგურაციის დაწყებამდე გაიმართა საპროტესტო აქციები “დიქტატურის წინააღმდეგ“, რომლებშიც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მონაწილეობს. დღესვე მოგვიანებით არის დაგეგმილი კიდევ ერთი აქცია ვუჩიჩის წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG