Accessibility links

კადიროვი ჩეჩნეთში იწვევს დასავლელ ლიდერებს გეების დევნაზე ბრალდებების შესამოწმებლად


ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში იწვევს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რათა დაადგინონ, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა ცნობები ჰომოსექსუალთა წამებისა და მკვლელობის შესახებ. კადიროვი სოციალურ მედიაში გავრცელებული განცხადებით ევროპელ ლიდერებს საყვედურობს, რომ „ყალბ ცნობებს ეყრდნობიან“ და აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეუძლიათ ჩეჩნეთში ჩავიდნენ სიმართლის დასადგენად. აპრილიდან მოყოლებული, რამდენიმე მედისაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში სამართალდამცველები აკავებენ, აწამებენ და კლავენ გეებს. ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ 26 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში დაადასტურა ჩეჩნეთში გეების დევნაზე გავრცელებული ბევრი ცნობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა 29 მაისს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის დროს წამოჭრა ეს პრობლემა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG