Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, ტრამპი აპირებს უარის თქმას კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებაზე


ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, გაიყვანოს შეერთებული შტატები კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ეყრდნობა წყაროს, რომლის თანახმადაც ტრამპმა გადაწყვიტა, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება პარიზის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ. ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები პარიზში 2015 წელს შეთანხმდნენ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირებაზე, კლიმატური ცვლილებების შესაზღუდად. საინფორმაციო საშუალება "ეიბისი ნიუს"-იც ავრცელებს ცნობას, რომ ტრამპი სავარაუდოდ უარს იტყვის პარიზის შეთანხმებაზე. 31 მაისს ტრამპმა "ტვიტერში" დაწერა, რომ მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას პარიზის ხელშეკრულების თაობაზე.

XS
SM
MD
LG