Accessibility links

გალის შეხვედრაზე "ცინიკური" უწოდეს ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული პირის დევნის შეწყვეტას


გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წელს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ის გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, უსაფრთხოების სამსახური „უკიდურესად ნეგატიურსა“ და „ცალსახად ცინიკურს“ უწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო მმართველების გადაწყვეტილებას, შეწყდეს რაშიდ კანჯი ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა. გალის შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე, რომლებიც კვლავ უკანონოდ იმყოფენიან ე.წ. პატიმრობაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გალში 28 ივნისს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG