Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში 90-მდე გაიზარდა ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ქაბულში 90-მდე გაიზარდა 31 მაისის დილას, პიკის საათის დროს მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ავღანეთის მთავრობის მედიაცენტრი იუწყება, რომ დაიღუპა 90 და დაიჭრა 400-მდე ადამიანი. აფეთქება მოხდა გერმანიის საელჩოს მახლობლად - რაიონში, სადაც რამდენიმე სხვა საელჩო და პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა ბერლინში განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის, სავარაუდოდ, არიან გერმანიის საელჩოს დაცვის წევრებიც. „დაღუპულებს შორის, როგორც ჩანს, არიან უშიშროების სამსახურის ავღანელი თანამშრომლებიც, რომლებიც გერმანიის საელჩოში მუშაობდნენ და არის იმ ადგილას შემთხვევით მყოფი ბევრი ადამიანიც. ეს არის საშინელი თავდასხმა! ვცდილობთ, რასაკვირველია, დავეხმაროთ დაზარალებულების ოჯახებს. თავდასხმა კი იმის დასტურია, რომ კვლავაც ცდილობენ, ტერორი მიმართონ როგორც დასავლეთის დაწესებულებების, ისე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო და მსხვერპლს შორის ბევრი სამოქალაქო პირია. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თავდასხმას „სამხედრო დანაშაული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG