Accessibility links

კვირიკაშვილმა მოითხოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის მოკლე ვადაში გამოძიება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გააკეთონ ყველაფერი, რათა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე იყოს გამოძიებული და არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არ არის დაცული. მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ და არ შეუწყონ ხელი, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, რის შემთხვევაშიც გაჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. „ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა აქვე ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.დღესვე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პირველი პრეცენდენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. „ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყოფთ აღნიშნულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG