Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ზორან ზაევი აირჩია ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად


მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია ოპოზიციის ლიდერი, სოციალ-დემოკრატი ზორან ზაევი და მის მიერ შეთავაზებული მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტებით არის დაკომპლექტებული. ამით მაკედონიაში დასრულდა ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისი, რაც გამოიწვია ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ, ზორან ზაევის გადაწყვეტილებამ, ჩამოეყალიბებინა კოალიციური მთავრობა ეთნიკური ალბანელების პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. 2016 წლის 11 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, მაკედონიის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობით მოხვდა მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელსაც 51 ადგილი ხვდა წილად. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც 49 მანდატის მოპოვება შეძლო. დარჩენილი 20 ადგილი კი გაინაწილეს ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ნიკოლა გრუევსკის პარტიის დიდი ხნის მოკავშირე „დუიმ“, რომელსაც პარლამენტში 10 ადგილი ერგო. ზორან ზაევისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების მიერ ჩამოყალიბებული ახალი მმართველი კოალიცია 120 ადგილიან პარლამენტში, 62 მანდატს ფლობს.

XS
SM
MD
LG