Accessibility links

არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ სისხლიან ტერაქტზე


ერთი დღის გასვლის მიუხედავად, არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა 31 მაისს ქაბულში მომხდარ ტერაქტზე, რასაც 90-ი კაცი შეეწირა, ხოლო 400- დაიჭრა. აფეთქება მოხდა გერმანიის საელჩოს მახლობლად - რაიონში, სადაც რამდენიმე სხვა საელჩო და პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს. თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა გადაჭრით უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ დაჯგუფება გმობს განუკითხავ თავდასხმას, რასაც სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი ახლავს. ავღანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 31 მაისის ტერაქტის უკან უნდა იდგეს „ჰაყანის“ დაჯგუფება, რომელიც პაკისტანიდან იმართება და მჭიდრო კავშირი აქვს თალიბანთან. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო და მსხვერპლს შორის ბევრი სამოქალაქო პირია. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თავდასხმას „სამხედრო დანაშაული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG