Accessibility links

პუტინმა დაუშვა „პატრიოტი ჰაკერების“ ჩარევა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუშვა ჰაკერების ჩარევის შესაძლებლობა 2017 წლის სექტემბერში დაგეგმილ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა განაცხადა, გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს „დეპეას“ პასუხად და დასძინა, რომ ჰაკერების მოქმედება დამოკიდებული იქნება მოსკოვისა და ბერლინის ურთიერთობასა და თავად კიბერდამნაშავეთა „განწყობაზე“. ვლადიმირ პუტინის განმარტებით, თუ ჰაკერები „პატრიოტულად“ იქნებიან განწყობილნი, მაშინ ისინი „თავის წვლილს შეიტანენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც აუგად იხსენიებს რუსეთს“. ამასთან რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ სახელმწიფოს დონეზე რუსეთი „არ იყენებდა და არ აპირებს გამოიყენოს“ ჰაკერული თავდასხმები, რადგან, პუტინის თქმით, „არანაირ ჰაკერებს არ ძალუძთ კარდინალური გავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG