Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ხელისუფლებამ ნავალნის უარი უთხრა ანტიკორუფციული მარშის ცენტრში გამართვაზე


მოსკოვის ხელისუფლებამ უარი უთხრა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ალექსეი ნავალნის 12 ივნისს დაგეგმილი ანტიკორუფციული მარშის ქალაქის ცენტრში გამართვაზე. ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჩერნიკოვმა 31 მაისს განაცხადა, რომ კრემლის მიმდებარე ტვერსკაიას და ოხოტნი რიადის ნაცვლად, მერიამ ნალავნის შესთავაზა აქციის ჩატარება სადმე ქალაქის მახლობლად. მოსკოვის მერიაში მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული მარშის ჩატარება ქალაქის ცენტრში ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დღესასწაულ „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ჩატარებას. მანამდე ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ექნებათ, თუ არა ოფიციალური ნებართვა, მისი მოძრაობის აქტივისტები რუსეთის 212 ქალაქში გამართავენ დემონსტრაციებს. „რუსეთის დღეზე ყველა მოქალაქეს შეუძლია დემონსტრაციაში მონაწილეობა“, -აცხადებს ნავალნი, რომელიც 2018 წლის ივნისში აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG