Accessibility links

საქართველოს საპატრიარქომ გაფრთხილება მისცა საკუთარ იურისტს შეუთანხმებელი განცხადებებისთვის


საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ უწყების იურისტის ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები არ იყო შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან. მაისის ბოლოს რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში მიწვეულმა ედიშერ ქარჩავამ ბრალი დადო მეუფე პეტრე ცაავას, რომელიც „მუდმივად ცდილობს, პატრიარქს შეეწინააღმდეგოს და მის მოშორებაში აქტიურად არის ჩართული“. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი, პეტრე ცაავა ბოლო ხანს აკრიტიკებს სინოდში გამეფებულ კორუფციასა და ჩრდილოვან მმართველობას, რომელსაც პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი განასახიერებს. „ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG