Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს გაამარტივებს


იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს გაამარტივებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია ტოკიოში, სადაც გაიმართა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების, მიხეილ ჯანელიძისა და ფუმიო კიშიდას შეხვედრა. სავიზო პროცედურის გამარტივების გარდა, მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსა და იაპონიას შორის საინვესტიციო შეთანხმების მოსამზადებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და კარგი სიგნალი იქნება იაპონიის საქმიანი წრეებისთვის, დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ფუმიო კიშიდას განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე საქართველოს მონაცემები გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონელი ტურისტების რაოდენობის ზრდას. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიას მადლობა გადაუხადა საქართველოს პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონელ კოლეგას გააცნო საქართველოს იკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებაც. ფუმიო კიშიდამ დაადასტურა იაპონიის მხარადჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

XS
SM
MD
LG