Accessibility links

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია


ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. რეზოლუციას, რომელსაც გენერალური ასამბლეა 2008 წლიდან იღებს, წელს მხარი დაუჭირა 80-მა ქვეყანამ 14-ის წინააღმდეგ, 61-მა კი თავი შეიკავა. შარშანდელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ოთხითაა გაზრდილი. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას ღირსეულად და უსაფრთხოდ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნდნენ თავის სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე და მიმართავს ჟენევის საერთასორისო დისკუსიის მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით თანადგომა გამოუცხადა იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს. მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერის დინამიკა მზარდია, რადგან თუ 2008 წელს დოკუმენტს 14 მომხრე ჰყავდა, 2017 წელს ეს რაოდენობა 80-ია. დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG