Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში საპროტესტო აქციის დასაშლელად უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ისროლეს


ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ისროლეს პრეზიდენტ აშრაფ ღანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციის დასაშლელად. აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ დანაღმული სატვირთო მანქანის მასშტაბურ აფეთქებას ქაბულში სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ წყლის ჭავლიც გამოიყენა აქციის მონაწილეთა დასაშლელად, საიმისოდ, რომ მათთვის არ მიეცა პრეზიდენტის სასახლესთან მისვლის საშუალება. არის ცნობები, რომ პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, იუწყებიან ასევე, რომ რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ქვები დაუშინა. 31 მაისს მომხდარი აფეთქება, რომელსაც სულ მცირე 90 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი და ქალი შეეწირა და 460-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირი, დაიჭრა, დედაქალაქში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა 2001 წელს თალიბანი განდევნეს ხელისუფლებიდან. თავდასხმამ გააღრმავა კითხვები რამდენად შეუძლია ავღანეთის ამჟამინდელ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას დაიცვას მოქალაქეები გასამხედროებული დაჯგუფებებისგან - მათ შორის თალიბანისგან და ისლამური სახელმწიფოსგან.

XS
SM
MD
LG