Accessibility links

ევროკავშირი: გვაქვს ინფორმაცია საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების სავარაუდო მოტაცების ან განუკითხავი დაკავების შესახებ


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელიდან გვატყობინებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი, მარია კოჩიანჩიჩი: „გვაქვს ბაქოსა და თბილისიდან მიღებული ინფორმაცია, საქართველოში მცხოვრები ან აქტიური აზერბაიჯანის მოქალაქეების სავარაუდო მოტაცების ან განუკითხავი დაკავების შემთხვევების შესახებ. ნებისმიერი ადამიანის განუკითხავი დაკავება წარმოადგენს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობის სერიოზულ დარღვევას. ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია მკაფიოდ ამბობს - ‘არავინ უნდა დაექვემდებაროს განუკითხავ დაპატიმრებას, დაკავებას ან განდევნას’. ველით, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობები ჩაატარებენ სწრაფ, ეფექტიან და გამჭვირვალე გამოძიებას ამ საქმეების გარშემო - ისე, როგორც ამას მათი საერთაშორისო ვალდებულებები ითვალისწინებს. მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ ფუნდამენტური თავისუფლებებით თავისუფალი და უპირობო სარგებლობა მათი მოქალაქეებისთვის და მათთვის, ვინც მათ ქვეყნებში კანონიერად ცხოვრობს - ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების აქტივისტის ჩათვლით. ჩვენ განვაგრძობთ ამ საქმეებზე დიდი ყურადღებით დაკვირვებას“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG