Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი „მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოს“ უწოდებს საქართველოს დემოკრატიას


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წერილში, რომლის ტექსტსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას გიხდით ავღანეთში გაღებული წვლილისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყოლია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატოს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ მისალოცში. წერილში დონალდ ტრამპი „მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოს“ უწოდებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას და ხაზგას უსვამს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

XS
SM
MD
LG