Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესკონფერენციას გამართავს აფგან მუხთარლის ადვოკატი


აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს მისი აზერბაიჯანელი ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს ადამიანის უფლებათა სახლში. აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული. ოჯახი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 10 ათასი ევრო „ჩაუდეს“.

XS
SM
MD
LG