Accessibility links

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დაკრძალვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ქაბულში


3 ივნისს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ასაფლავებდნენ 2 ივნისს, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაღუპულ სალემ იზადიარს. ავღანეთის სენატის პირველი მოადგილის, მოჰამად ალამ იზადიარის შვილი პარასკევს აქციაზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 4 კაცი. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპა 12 და დაიჭრა - 18 კაცი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG