Accessibility links

აფგან მუხთარლის მეუღლე და მისი ადვოკატი პოლიციის შენობაში მივიდნენ ჩვენების მისაცემად


აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მივიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა განყოფილებაში შესვლამდე განუცხადა, ისინი პოლიციასთან თანამშრომლობას აპირებენ. აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს. დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.

XS
SM
MD
LG