Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა აფგან მუთხარლის საქმეზე


აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე 3 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. „ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია ასევე, რომ საქართველო არის სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. „ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG