Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი მუხთარლის ოჯახის წევრებისათვის ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას


„მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ 3 ივნისს გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, მომართვის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზად არის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს. აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. მას საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.

XS
SM
MD
LG