Accessibility links

ტერეზა მეიმ თავდასხმებს ლონდონში უწოდა „მორიგი სასტიკი ტერაქტი“


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „მორიგი სასტიკი ტერაქტი“ უწოდა წუხელ მომხდარ თავდასხმებს, რომლის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა ათეულობით ადამიანი. მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დადგა დრო ვთქვათ „კმარა“ და გადავსინჯოთ ქვეყნის კონტრტერორისტული სტრატეგია."ჩვენ არ გვაქვს უფლება და არც ვაპირებთ თავის მოტყუებას, რომ ყველაფერი შეიძლება ძველებურად გაგრძელეს,“ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 4 ივნისს. ტერორიზმში ეჭვმიტანილისამი პირი წუხელ მიკროავტობუსით შევარდა ლონდონის ხიდზე მოსიარულე ხალხში, შემდეგ კი მახლობელ სავაჭრო ცენტში დანებით დასერეს ადამიანები. პოლიციამ ეჭვმიტანილები დახოცა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ბრიტანეთში მომხდარი მესამე ტერაქტის შემდეგ, ბრიტანეთის წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეაჩერეს წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები გეგმის თანახმად, 8 ივნისს ჩატარდება, „დაუშვებელია ძალადობას მივცეთ საშუალება, რომ დაანგრიოს დემოკრატიული პროცესი“,- განაცხადა ტერეზა მეიმ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG