Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არ გეგმავს სამხედრო ქვედანაყოფის შემცირებას ავღანეთში


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგეგმებოდეს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მყოფი ქართული ქვედანაყოფის შემცირებას. საქართველო 870 სამხედრო მოსამსახურით მესამეა ავღანეთში მონაწილე ეროვნულ ქვედანაყოფებს შორის. სამხედრო უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG