Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა საქართველოს მთავრობას მოუწოდა სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 ივნისს გაავრცელა განცხადება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით, რომლის ადრესატები აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებები არიან. აფგან მუხთარლისა და მანამდე სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაკავების გამო, ვაშინგტონი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს დაკავებულები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ეუთო-ს შეთანხმებები. "ინტენსიურად ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, 3 ივნისს საგანგებო მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, რათა „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, გასულ წელს, როცა ბინადრობის ნებართვა მოითხოვა, მას უთხრეს, რომ „დაკავებული იყო საშიში საქმიანობით“. მუსტაფაევას თქმით, გამოდის, რომ მეუღლის დაკავების შემდეგ ის საშიში აღარ არის. „არ არის საჭირო შოუების გაკეთება“, - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

XS
SM
MD
LG