Accessibility links

ერაყის არმია და კოალიციური ძალები ავიწროებენ ალყას მოსულის უკონტროლო კვარტლებზე


ათობით ადამიანი დაიღუპა ერაყის ქალაქ მოსულთან ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და სამთავრობო ძალებს შორის ზანჯილის რაიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარ ბრძოლებში. სააგენტო „რეიტერის“ გადამღები ჯგუფის წევრებმა ქუჩებში ნახეს დაღუპული ქალების, კაცებისა და ბავშვების გვამები. სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის ზანჯილის რაიონი ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი ექსტრემისტებისგან. 2 ივნისს ერაყის არმიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ერაყის არმიამ აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალების მხარდაჭერით ხელთ იგდო შიჰას კვარტალი, რის შემდეგაც ერაყის სარდლობა იმედოვნებს, რომ დაიწყება ოპერაციის საბოლოო ეტაპი. მოსულის ძველი ქალაქის რაიონსა და კიდევ ორ კვარტალში, ექსტრემისტები ხოცავენ ადამიანებს, რომლებიც ალყიდან გასვლას ცდილობენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG